Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საინფორმაციო შეხვედრა თსუ-ბუქარესტის ერთობლივ ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამასთან დაკავშირებით: „ბიზნესის ადმინისტრირება“

ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ბუქარესტის უნივერსიტეტს (University of Bucharest) შორის ორმხრივი ურთიერთთანამშრომლობის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში 9 ნოემბერს საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრა გაიმართა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრატნებისთვის დეკანის, პროფესორ გიორგი ღაღანიძის ინიციატივით. შეხვედრა ჩატარდა ონლაინ რეჟიმში, რამაც მაგისტრანტებს საშუალება მისცა კითხვები დაესვათ პირდაპირ ბუქარესტის უნივერსიტეტის წარმომადგენელთან პროფესორ ლილიან ქიაჩერთან. მაგისტრანტების მიერ დასმული შეკითხვები მეტწილად შეეხო ერთობლივ პროგრამაში ჩართვის კრიტერიუმებსა და მოთხოვნებს.
აღნიშნული თანამშრომლობის მიზანია, ორივე პარტნიორი უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამაზე დაშვებულმა სტუდენტებმა ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამის „ბიზნესის ადმინისტრირების“ მოთხოვნების წარმატებით შესრულების შემდეგ მიიღონ ორი სამაგისტრო ხარისხი (MBA) ერთდროულად ორი პარტნიორი უნივერსიტეტიდან. პროგრამა მოიცავს ორ აკადემიურ წელს. სტუდენტები პირველ წელს (2 სემესტრი) ისწავლიან საქართველოში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ხოლო მეორე წელს (2 სემესტრი) რუმინეთში, ბუქარესტის უნივერსიტეტში. სასწავლო პროგრამის შემოთავაზებული სასწავლო კურსები შეჯერებულია და დადგენილია პარტნიორების ადგილობრივი აქტებით. სწავლა/სწავლების პირობების, სასწავლო ცხრილის, რეგულაციებისა და სწავლის საფასურის შესახებ დეტალური ინფორმაცია გაწერილია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ბუქარესტის უნივერსიტეტს შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში. 
ყველა დამატებით საჭირო საკითხთან დაკავშირებით დაგეგმილია ინდივიდუალური კონსულტაციები დაინტერესებულ მაგისტრანტებთან.